საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: „არსებობს ასეთი ჩანაწერები, არის ჩვენება მიცემული, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, თუ როგორ ასმენინებდნენ სალაყაიას გირგვლიანის კვნესას! აი, ამას გავუგზავნით ამერიკის კონგრესს!"

1-salaya-3საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გოგა ხაინდრავა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს ჯერ კიდევ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მუშაობდა, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, გირგვლიანის წამების პროცესს ტელეფონით ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თამარ სალაყაიას ასმენინებდნენ. "არსებობს ჩვენებები, რომ თაკო სალაყაიას ტელეფონით ასმენინებდნენ, როგორ აწამებდნენ გირგვლიანს სასაფლაოზე".

"სუფრის წევრებიდან ერთ ერთია ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია, რომელმაც ისე გამოიცვალა გარეგნობა, რომ საკუთარი ქმარი ვეღარ ცნობს, მაგრამ სალაყაიას არ უშველის სახის გამოცვლა, უდანაშაულო ადამიანის სისხლში ხელის გასვრა არავის ეპატიება. გირგვლიანი რომ გმინავდა, კვნესით ტკბებოდა მერაბიშვილის ცოლი.

აი ეს ყველაფერი რომ გამომზეურდება, ამას გავუგზავნით ამერიკის კონგრესს და ვეტყვით, რომ ეს "ხერხემალი" ვანო, რომელსაც ასე ქომაგობენ, იყო ადამიანი, რომელმაც ასეთი საშინელი დანაშაული დამალა. ვადასტურებ ინფორმაციას, არსებობს ასეთი ჩანაწერები, არის ჩვენება მიცემული, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, თუ როგორ ასმენინებდნენ სალაყაიას გირგვლიანის კვნესას!" - აცხადებს ხაინდრავა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.