აქტუალური
ვლადიმერ ხომერიკი - ვლადიმერ პუტინს: “როგორც ფონდის პრეზიდენტი და თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, ყოველთვის სამართლიან პოზიციას ვიკავებდი და თქვენ მიერ ჩატარებულ რეფორმებს მხარს ვუჭერდი...“

1-akt-1-a2-xomerikiსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ-ნ ვ. ვ. პუტინს
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ბ-ნ ლ. ხ. თიბილოვს
მიმართვა
პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძე,
როგორც ფონდის პრეზიდენტი და თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, ყოველთვის სამართლიან პოზიციას ვიკავებდი და მხარს ვუჭერდი თქვენ მიერ ჩატარებულ რეფორმებს და გარდაქმნებს, მიმართულს რფ-ის განმტკიცებასა და განვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კუეთილმეზობლური ურთიერთობის, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირის აღდგენაზე სახალხო დიპლომატიის გზით.

ძალზე სამწუხაროდ, მ. სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი მმართველობის ბოლო 10 წელი ყველაზე შავბნელი იყო რუსეთის და საქართველოს ურთიერთობის თანამედროვე ისტორიაში.

ამ წლების მოვლენებს სხვადასხვა მხარე სხვადასხვაგვარად განმარტავს, მაგრამ არსი იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის და მომხდარზე პასუხისმგებლობის ძირითადი წილი ანტიქართველ პოლიტიკოს მ. სააკაშვილს ეკისრება, ასეთი რამ ჩვენს მოძმე და ერთმორწმუნე სახელმწიფოებს შორის არ უნდა მომხდარიყო და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს როგორც რუსეთის ქართულმა დიასპორამ, ისე რუსმა და ქართველმა ინტელიგენციამ, რომლებმაც არ გამოიყენეს თავიანთი რეალური შესაძლებლობები საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო მმართველობის და რუსეთის ხელმძღვანელობის საპასუხო ნაბიჯების კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად.

2013 წლის 27 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით, სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირების 10 წლის შემდეგ და საქართველოს ხელისუფლების შეცვლის წყალობით, ვიმყოფებოდი სამშობლოში, ქართული დიასპორის დღეებზე, და თვალნათლივ ჩავწვდი ქვეყნის მოსახლეობის განწყობას, იქ მიმდინარე პროცესებს და საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებს.

ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრაქტიკულად არ შევმცდარვარ იმის შეფასებაში, რაც მ. სააკაშვილის ანტიქართული მმართველობის წლებში ხდებოდა.

ამ 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში, ისე ორივე ქვეყნის ხალხების მიერ მიმდინარე მოვლენების შეფასებაში, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავად ჩვენი ხალხები ყოველთვის ისწრაფოდნენ ურთიერთმეგობრობისკენ და აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს, სურს და იმედი აქვს კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის აღდგენის, ხოლო საღად მოაზროვნე ქართველები ამაში ხედავენ თავისი ქვეყნის განვითარების და ერის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის მთავარ გზას.

პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძე და ლეონიდ ხარიტონის ძე,

მოგმართავთ ბოლო (ა.წ. მაისის) მოვლენების თაობაზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვრის მოწყობასთან დაკავშირებით მოხდა.

არ ვუღრმავდები რა დეტალებს და არ ვეხები რა ქართულ-რუსული და ქართულ-ოსური ურითერთობის სხვა ასპექტებს, მინდა გთხოვოთ თქვენ და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, განიხილოთ საზღვრის გავლის (გადატანის) შესაძლებლობა იმის გათვალისწინებით. რომ ჰუმანიტარული მიზნებით და მართლმადიდებლური და ადამიანური ფასეულობების გათვალისწინებით, დაუბრუნოთ ქართულ სოფლებს სასაფლაო და წყალსაქაჩი კოშკი, რომლებიც დაწესებული საზღვრის იქით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დარჩა.

ვფიქრობ, ეს არ მიაყენებს არსებით ზარალს ოსური მხარის ინტერესებს, სამაგიეროდ, იქნება დიდი ჰუმანიტარული აქტი, რომელსაც სათანადოდ დააფასებენ თავად სამხრეთ ოსეთის, საქართველოს და რუსეთის ხალხები.

თავის მხრივ, ამ ვითარების წარმატებით მოგვარება იქნება კეთილი ნაბიჯი რუსეთის ქართველთა თითქმის მილიონიანი დიასპორის მიმართ და სამართლიანი აქტი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს კეთილ დამოკიდებულებას ჩვენი, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ.

პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძე და ლეონიდ ხარიტონის ძე,

იმედი გვაქვს, გაგვიგებთ, ხელს შეგვიწყობთ და ჩვენს ჰუმანიტარულ თხოვნას დააკმაყოფილებთ.

პატივისცემით,

ფონდის პრეზიდენტი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ვ. კ. ხომერიკი
მოსკოვი, 2013 წლის 17 ივნისი