პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი: „მე და ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმ იმ ინფორმაციით, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა ვიდეოების ნახვის შემდეგ გადმოგვცეს“

1-brinkსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ის და ელჩი აღშფოთებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოკადრებით.

მე და ამერიკის ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმ ინფორმაციით, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა ვიდეობის ნახვის შემდეგ გადმოგვცეს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, გამოძიება ბოლომდე დასრულდეს და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც მასში მონაწილეობას იღებდა. მე, როგორც ამერიკის ელჩის მოადგილე, რეკომენდაციას ვაძლევ საქართველოს მთავრობასა და ძალოვან სტრუქტურებს, რათა დადგენილი იყოს ამ ვიდეობის ავთენტურობა“, - აღნიშნა ქალბატონმა ბრინკმა.

ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დროულად გამოიძიოს ვიდეოფირებთან დაკავშირებული საქმე და დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ.
„ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომენდაციები და თხოვნაც არის იგივე, რომ ჩატარებულ იქნეს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ", - განაცხადა ამერიკის ელჩის მოადგილემ.