პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: „ფირები ნამდვილად შოკისმომგვრელია...“

richard-norlandსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის  ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალით გაოგნებული და შოკირებულია. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს  ვიდეოჩანაწერებში ასახული ფაქტები.

"ჩვენი საელჩო ყოველთვის ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგებს. დეტალურად ვარ ინფორმირებული ამ მასალების შესახებ. ფირები ნამდვილად შოკის მომგვრელია. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიძიოს, რა მოხდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ვიდრე შედეგებს არ ვნახავთ, ვერ ვიტყვით, ვის ან რა ბრალი უნდა წაუყენონ. ვინც ამის უკან დგას, აუცილებლად უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ნორლანდმა.