საზოგადოება
როცა ცინიზმს საზღვარი არ აქვს: შსს-ს მიერ აღმოჩენილ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით "ნაციონალები" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

1-nacmoსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე მძიმე დანაშაულია და ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, გეგმავდა ამას და ავრცელებდა ამის ამსახველ მასალას, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა.

"ვთვლით, რომ საქმე გვაქვს იმდენად მძიმე დანაშაულთან, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას - ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა, გეგმავდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და ავრცელებდა ამის ამსახველ მასალას, უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქცია საჭიროდ თვლის, შეიქმნას საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხს გამჭვირვალედ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებს. საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოიყენონ ამ აღმაშფოთებელი ფაქტების გამოძიების პროცესი და მისი მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები არა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად, არამედ რეალური დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად“,
- ნათქვამია განცხადებაში.