საზოგადოება
გია ხუხაშვილი: „მე არ ვუჩივლებ სააკაშვილს, მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებზე მოუწევს პასუხისგება!“

1-xuxiსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა  და განაცხადა, რომ როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ერთ წინადადებაში სამ ტყუილს ამბობს, ეს მძიმე მოსასმენია.

არა იმიტომ, რომ მის მიერ ჩემი გვარის ხსენებამ აშკარად ცილისმწამებლურ კონტექსტში რამენაირად ღირსება შემილახა, არამედ უბრალოდ, ინფორმაციისთვის:

ჩხატარაშვილთან დაკავშირებით მინდა ღვნიშნო, რომ მას ჩემთან არასდროს უმუშავია, არ მუშაობს ამჟამად და არასოდეს იმუშავებს მომავალში.

რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხატარაშვილი მუშაობდა პროკურატურაში. თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პიროვნება ჩართული იყო შსს- თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, ეს არის მისი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და მთელი სახელმწიფო მანქანა აწამებდა, აუპატიურებდა და ამ გზით იღებდა სასურველ აღიარებით ჩვენებებს.

...მე არ ვუჩივლებ სააკაშვილს პატივის და ღირსების შეურაცხყოფისთვის, რამეთუ როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს - მჯერა, რომ არცთუ შორეულ მომავალში მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებზე მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომლითაც ადამიანთა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეს გამოეხმაურა, განაცხადა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, კუდ-ის თანამშრომელი ჩხატარაშვილი მთავრობის მთავარი მრჩევლისა და ბიზნესის მთავარი პატრონის გია ხუხაშვილის მარჯვენა ხელია.