უცხოეთი
ამერიკელ მომღერალსა და მსახიობ ჯენიფერ ლოპესს ჰოლივუდში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს

1-jeniferსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ჯენიფერ ლოპესი ჰოლივუდის არსებობის ისტორიაში 2500-ე ღირსშესანიშნაობად იქცა. ახლახან გამართულ საზეიმო ცერემონიაზე 43 წლის მსახიობი თავის ბოიფრენდ კასპერ სმარტთან, რეპერ PiTbull-სა და მსახიობ ჯეინ ფონდასთან ერთად გამოჩნდა.

ლოპესი ცნობილია როლებით ფილმებში „ხაფანგი“, „ქალბატონი მოსამსახურე“, „რას უნდა ელოდო, როცა ბავშვს ელოდები“ და სხვ. მას გამოშვებული აქვს 7 სტუდიური ალბომი, რომელთა გაყიდული ასლების რაოდენობა 55 მლნ-ს აჭარბებს.

1-jeniferi-2