უცხოეთი
თურქეთმა გადაწყვიტა, აშშ–სა და ნატოს სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების დერეფანი ჩაუკეტოს

1-erdogan-reshilსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ერდოღანმა 19 ივნისს დაურეკა აშშ–ის პრეზიდენტ ობამას და ამცნო მისი უეცარი გადაწყვეტილების შესახებ, რომ აშშ–ისა და ნატოსთვის კეტავს სირიელი ამბოხებულთათვის იარაღის მისაწოდებელ დერეფანს. ასე და ამრიგად, აშშ–ის გადაწყვეტილება სირიელი მეამბოხეების შეარაღების მოდერნიზების შესახებ, დიდი დარტყმის ქვეშ დგება. ერდოღანის ეს გადაწყვეტილება სირიელ ბოევიკებს, რომლებიც ალეპოში იბრძვიან, იარაღის გარეშე დატოვეს. 
თურქეთის პრემიერმა აშშ–ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მას რუსული შურისძიების შეეშინდა, თუკი ის გააგრძელებს სირიელი მეამბოხეებისათვის აშშ–ისა და ნატოს იარაღის გატარებას თავის ტერიტორიაზე.
სამხედრო სპეციალისტებისა და ექსპერტების დიდი უმრავლესობის აზრით, სირიელი ამბოხებულები ისეთსავე კატასტროფულ მარცხს იწვნევენ ალეპოში, როგორი მარცხიც იწვნიეს ელ–კუსეირში.

http://www.iveroni.com.ge/politika/36234-sensacia-did-politikashi--thurqethma-moulodnelad-gadatsyvita-ashshsa-da-natos-chuketos-sirieli-ambokhebulebisthvis-iaraghis-mitsodebis-derefani.html?lang=ka-GE