საზოგადოება
კობა დავითაშვილი: „სერიალებში მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი „მოსულა!“

1-brazil-serialსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი, რომელიც "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორია, აცხადებს, რომ ინიციატივა გულისხმობს ისეთი ტიპის პროდუქციის შეზღუდვას, რომელიც ახდენს ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური ურთიერთობების წახალისებას.

საფუძვლად ავიღე ლიტვის კანონმდებლობა, რომელიც ლიდერია ამ საკითხში და ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ გადაიღო ეს კანონი," - აღნიშნა დავითაშვილმა.

ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, დღის საათებში სერიალების ჩვენება უნდა აიკრძალოს.

„მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა",  ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.