პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „დავარწმუნე ნატოს გენერალური მდივანი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად“

preskonferსაქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრების გადმოწევას უკავშირდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის წარმატებული ნაბიჯები, რაც ჩვენ რუსეთთან გვქონდა, მისასალმებელია, მაგრამ გაუგებარია ის, რაც პარალელურად, ბოლო 1 თვის წინ დაიწყო და ხორციელდება ე.საზღვრებთან დაკავშირებით, რომ მავთულხლართების გადმოწევა მოხერხდა ზოგიერთ ადგილზე 300 მეტრითაც. მე ბატონ გენერალურ მდივანთან გამოვთქვი ჩემი გაურკვევლობა ამ საკითხთან დაკავშირებით და დავარწმუნე, რომ ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი და თანმიმდევრულნი რუსეთთან მიმართებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩვენს მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და მივიყვანოთ ისეთ დონეზე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს ჩვენს ნატოში გაერთიანებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ტიპურად ევროპული იქნება. ეს იქნება ბოლო წერტილი იმისათვის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმაც, ევროპამაც და საერთაშორისო თანამეგობრობამ, დაინახონ ახალი ხელისუფლების რეალური სახე, რაც, გარწმუნებთ, რომ გაგვიიოლებს ნატოსკენ წინსვლას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.