პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების, კულტურის, მრავალენოვანების და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა, მისი მეუღლემ კი ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნის ელჩების მეუღლეებს უმასპინძლა

andrulaსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განათლების, კულტურის, მრავალენოვანების და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარს ანდრულა ვასილიუს შეხვდა.
შეხვედრა პრემიერ–მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრულა ვასილიუს იმ ფაქტისთვის, რომ კულტურის სფეროში პირველი მინისტერიალის ჩატარების ადგილად საქართველო იქნა შერჩეული. 
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კურსს ალტერნატივა არ გააჩნია, რაც განპირობებულია ქართველი ხალხის არჩევანით.

დღეს დილით კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნის ელჩების მეუღლეებს უმასპინძლა.

ეკატერინა ხვედელიძემ სტუმრები ასევე პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში  მიიღო.

andrula-1 andrula-2