პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი: „ჩემი ამბიციაა, რომ გავაუმჯობესო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის“

anders-2საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის ამბიციაა, რომ გავაუმჯობესო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის,  - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. "ძალიან ხშირად არ მესმის ხოლმე, რა გადაწყვეტილებებს იღებენ კრემლში და რატომ. მართალი რომ გითხრათ, ძალიან დიდი ფიქრი კრემლში, პრინციპში, ძველმოდურია, ვიტყოდი, ცივი ომის ფილოსოფიის ფარგლებში მიღებული. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობა გვინდა არსებობდეს რუსეთთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნატო-რუსეთის საბჭო და ამ საბჭოს ფარგლებში ვაწარმოეთ დიალოგი რუსეთთან და წინაც წავიწიეთ. ხანდახან ძალიან უხეში რიტორიკა გვესმის რუსეთიდან... გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორია კრემლში, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის ამბიციაა, რომ გავაუმჯობესო ურთიერთობ ნატოსა და რუსეთს შორის", - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, რასმუსენის თქმით, ახალი ხელისუფლება აფართოებს მცდელობებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, და ამ მხრივ პოზიტიური პოზიცია რუსეთმაც უნდა დაიკავოს.
„ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური გამბედაობა და რეალისტური აღქმა დაგვანახა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მიღწევადი. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება და რუსეთმაც პოზიტიური პოზიცია უნდა დაიკავოს ამ თვალსაზრისით. მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას, რომ არ გამოიყენოს ძალა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ იგივე ნაბიჯი გადადგას და საპასუხო მოქმედება განახორციელოს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.