სამართალი
თემურ კენკებაშვილი: „პირადად მაქვს ნანახი რამდენიმე პოლიტიკოსი ქალბატონის სექსუალური კავშირი საყვარლებთან“

kenkeსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი "ალიასთან" საუბარში იმ მეთოდებზე ყვება, რომლებითაც სააკაშვილის რეჟიმი ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდა. კენკებაშვილის თქმით, კუდ-ი პოლიტიკოსებზე და ჟურნალისტებზე მათ საცხოვრებელ სახლებში, საძინებლებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით ფარულად ახორციელებდა კომპრომატების შეგროვებას. კენკებაშვილის მტკიცებით, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ფარული ვიდეოთვალთვალის განსაკუთრებული მსხვერპლი იყვნენ.
ხდებოდა ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიაზე კომპრომატების შეგროვება... ეს იქნებოდა დანაშაული, ინტიმური ცხოვრება თუ სხვა რამ იყო რამდენიმე მაგალითი, როცა გამოიყენეს ეს კომპრომატები და მოხდა მათი დაშანტაჟება. დგებოდა სიები ქალი ჟურნალისტების საყვარლების. ერთ ახალგაზრდა გოგოზე 38-კაციანი საყვარლების სია გვქონდა.

... პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კიდევ უფრო მეტი მუშაობა იყო... პირადად მე მაქვს ნანახი რამდენიმე ქალბატონის სექსუალური კავშირი საყვარლებთან. თანამშრომელმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო ერთი ოპოზიციონერი ქალი სალამურზე როგორ უსტვენსო. მეთქი, რა სალამურია, რომ ვნახე კადრები, გავგიჟდი. ვერ დავიჯერე, ვთქვი, არ მჯერა, უეჭველი დაამონტაჟეს-მეთქი, მაგრამ თანამშრომელმა მითხრა. რა დამონტაჟებული, ნამდვილიაო“, - აცხადებს კენკებაშვილი, რომლის თქმითაც, სამიზნე იყო ივანიშვილიც, მაგრამ ვერ მიაღწიეს იქამდე“...