პოლიტიკა
„გამსახურდიამ დამოუკიდებლობა აღადგინა, შევარდნაძემ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა საქართველოს სახელი და პირველად განაცხადა, რომ ის უნდა გახდეს ნატოს წევრი, სააკაშვილმა განახორციელა წინა ხელისუფლებების დაწყებული კონსოლიდაცია“

alas-mt-poli-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. 2013 წლის 29 ივნისს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„უკვე მერვე წელია, რაც საერთაშორისო ფორუმს ვმასპინძლობთ. ამ კონფერენციით კარგად ჩანს, თუ რამდენი გაკეთდა საქართველოში 20 წლის წინანდელი უძრაობის შემდეგ.

მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი საქართველოს ჩამოყალიბებაში ქვეყნის წინა ლიდერებსა და ადმინისტრაციებს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა აღადგინა. მეორე პრეზიდენტმა (ედუარდ შევარდნაძემ - საქინფორმი) საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა ქვეყნის სახელი. სწორედ მან განაცხადა პირველად, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. სააკაშვილმა განახორციელა წინა ხელისუფლებების მიერ დაწყებული საქმიანობის კონსოლიდაცია.

ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები წინამორბედი მთავრობებისა და ადმინისტრაციების მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გააგრძელებენ!

საქართველო ნატოსთან პარტნიორობით კიდევ უფრო გაძლიერდება... ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობით საქართველოს შეირაღებული ძალები მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას და პოლიტიკურ სტიმულს იღებენ, რომ გარკვეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.  

სახელმწიფო მაშინ არის შემდგარი, როდესაც პიროვნებას საკუთარი აზრისა და პოზიციის თავისუფლად გამოთქმის საშუალება აქვს. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ მხარეებს ერთმანეთთან საუბარი და დისკუსიების გამართვა მშვიდად შეუძლიათ - ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა მაღალ დონეზე დგას. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვყავს გამოცდილი პოლიტიკოსები და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადამიანები რეგიონის მასშტაბით!“ - აღნიშნა თავის დასკვნით გამოსვლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

alas--poli-1 alas-poli-2
alas-poli-3 alas-poli-4