საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს ეველინ ფარკასს შეხვდა

evelin-saz-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს ეველინ ფარკასს შეხვდა.

მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ნატოს მომავალ სამიტს. შეხვედრაზე  იმსჯელეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე, პოსტ-ISAF-ში საქართველოს ჩართულობის მოდალობებსა და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე.

თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ საქართველოს ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკული მხარის მზადყოფნა დახმარება გაუწიონ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის მიღწევაში.

evelin-2-saz-1