პუბლიკაციები
“იმ ძალადობას, რაც ჩვენ 17 მაისს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრების და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა", - განაცხადა რასმუსენმა 26 ივნისს ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დაახლოებით იგივე - 27 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, და ხაზი გაუსვა, რომ ტოლერანტობა და უმცირესობათა უფლებების დაცვა - არა მარტო დასავლური, არამედ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებია და ისინი უნდა დავიცვათ.
“საქართველომ უკვე განახორციელა შესამჩნევი რეფორმები ბევრ სფეროში, ამიტომ ახლა პრიორიტეტი მათი გაგრძელება და იმის დემონსტრირებაა, რომ დემოკრატიამ ქვეყანაში უკვე ღრმად გაიდგა ფესვები - ეს ნიშნავს ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობათა უფლებების პატივისცემას“, - დასძინა ნატოს გენმდივანმა.