საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. წმინდა საყდარმა დაადასტურა ცნობა სირიაში კათოლიკე მღვდლის საჯაროდ სიკვდილით დასჯის შესახებ. როგორც ვატიკანის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, იდლიბში სირიელმა აჯანყებულებმა - ვაჰაბიტებმა სახალხოდ მოჰკვეთეს თავი ეპისკოპოსს და კიდევ ორ ქრისტიანს.
49 წლის ფრანსუა მორადს რვა დღის წინ მოჰკვეთეს თავი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე მონასტერში. ღვთისმსახურის სიკვდილის გარემოებები ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ცნობა იმის შესახებ, რომ წმინდა ანტონიუსის ფრანცისკელთა მონასტერს, რომელშიც ის იმყოფებოდა, ამბოხებულები დაესხნენ თავს, დადასტურებულია. როგორც ვარაუდობენ, თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ან-ნუსრას ფრონტთან".მკითხველს შევახსენებთ, რომ ა.წ. 25 ივნისს გასანიას რაიონის ჰომსის პროვინციაში ტერორისტული ჯგუფი ფრანცისკელთა მონასტერში შეიჭრა. ბოევიკებმა ყველა ფასეულობა გამოიტანეს, სიწმინდეები წაბილწეს, და ხანდაზმული ბერი მოკლეს. ფრანცისკელთა ორდენის შტაბბინიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბოევიკები მონასტერში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ.
"დემოკრატიული" საიტებიდან და YouTobe-დან ეს ვიდეო უკვე მოხსნეს. ამიტომ უყურეთ აქ.
http://war-in-syria.livejournal.com/102778.html
http://www.syriantube.net/5140.html
http://www.syriantube.net/5160.htmlაი, ვის უჭერენ მხარს აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და სხვები! აი, ვის ეხმარებიან ისინი იარაღით, დაქირავებული მებრძოლებით, და აპირებენ მხარი დაუჭირონ თავიანთი რეგულარული არმიებითაც! აი, ვისი გულისთვის აკრიტიკებენ რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც, 12 ქვეყანას შორის, 2011 წლის 5 ოქტომბერს გაეროში სირიასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ!