პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „13 ათასი ფირი იყო გადაღებული და ერთი ფირის გადაღება საშუალოდ 3-5 ათასი ჯდებოდა“

1-bizina-prekonferentsiaსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეუძლებელია სამალავში აღმოჩენილი შოკისმომგვრელი ვიდეოების შესახებ პრეზიდენტსა და მაშინდელ შს მინისტრს ინფორმაცია არ ჰქონოდათ.

"ეს ჩემი, როგორც მოქალაქის აზრია. ამას უნდა მტკიცებულებები, გამოძიება და სასამართლო. 13 ათასი ფირი იყო გადაღებული და ერთი ფირის გადაღება საშუალოდ 3-5 ათასი ჯდებოდა. ათეულობით მილიონებია დახარჯული და ჩვენი ფული რაში მიდოდა მაშინ, როდესაც ამდენი გაჭირვებული გვყავს?! გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს - საზიზღრობებს იღებდნენ, საიდან მიდიოდა ეს ფული?! 13 ათასი გააამრავლეთ 5 ათასზე და ნახეთ, რა თანხებია. ეს ფული ხომ ბიუჯეტიდან მოდიოდა?! ამას ხომ ხალხი თავისი ნებით არ აკეთებდა და მათ ხელფასი სჭირდებიდათ?! როგორ არ იცოდნენ?! კითხვები არსებობს და მათ პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ", - აღნიშნა პრემიერმა.