პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „საინვესტიციო ფონდის კაპიტალმა შესაძლოა 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს და მასში მონაწილეობას ჩემი კაპიტალიც მიიღებს“

1-bizina-prekonferentsiaსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საინვესტიციო ფონდი უახლოეს მომავალში დაფუძნდება და შესაძლოა, მისმა გაცხადებულმა კაპიტალმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს. 
"საინვესტიციო ფონდის გაცხადებული კაპიტალი, რომელიც ჩემი ინიციატივით უახლოეს მომავალში ფუძნდება, გაადააჭარბებს 10 მლრდს. მასში მონაწილეობას ჩემი კაპიტალიც მიიღებს. პროექტების სიმწირეა, სადაც ფულის ჩადება შეიძლება... ფულის პრობლემა არ იქნება, ისეთი თანაინვესტირების ფონდი იქმნება. პირადად მე ამის მართვას არ განვახორციელებ. იქ არის დებულება და შეგიძლიათ მას გაეცნოთ. ფონდის შექმნა მდორედ მიმდინარეობს, გვინდა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. რომ ინვესტორებს ფულის ჩადება გაუადვილდეთ. პროცესი გაიწელა, მაგრამ დრო არ დაგვიკარგავს, თუ ადრე ფონდის გაცხადებული კაპიტალი 3 მილიარდი იყო, ახლა 6 მილიარდია. ფონდის კაპიტალი კიდევ უფრო გაიზრდება, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო მაქვს ჩატარებული", - დასძინა პრემიერმა.