პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ 27 ოქტომბერს გაიმართება
1-archevnebi-politika-1საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უკვე მესამედ შეიცვალა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბარნოვის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ იგი პრეზიდენტს ესაუბრა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არჩევნები 31 ოქტომბრის ნაცვლად 27 ოქტომბერს – უქმე დღეს ჩატარდეს. ბარნოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციისთვის არჩევნების ჩატარების თარიღს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა და, შესაბამისად, ეს თემა მწვავე პოლიტიკური განხილვების საგანი არ უნდა  გამხდარიყო, თუმცა რიგმა პოლიტიკური ძალებმა ის საგანგებოდ გაამწვავეს. 
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოყენებული ძირითადი არგუმენტი არჩევნების ჩატარების დღის შეცვლასთან დაკავშირებით იყო ის, რომ სადაგ დღეს ემიგრანტები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა დაახლოებით 40% საკუთარ პოზიციას ვერ დააფიქსირებდა.