პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამერიკის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში გაიზარდოს და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ოდნავ მაინც შენელდეს!“

1-amerika-mt

საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. "ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც პარტნიორის, ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში გაიზარდოს და არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ოდნავ მაინც შენელდეს იგი!

 

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გაიზარდოს და გაძლიერდეს ამერიკის ინტერესები საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობაში", - აღნიშნა პრემიერმა.

1-amerika-1 1-amerika-2
1-amerika-3 1-amerika-4
1-amerika-5 1-amerika-6
1-amerika-7 1-amerika-8