პოლიტიკა
Wall Street Journal : „პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა პოლიტიკური გვამია“

1-the-wallსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. "გაკვეთილები დემოკრატიული გამოცდილებიდან", - ასეთი სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal მეთიუ კამინსკის სტატიას საქართველოს შესახებ.

სტატიის ავტორის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული სააკაშვილი მერყევი  და მორჩილი გახდა.

45 წლის მიშა, იგივე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა პოლიტიკური გვამია. მას შემდეგ, რაც მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ის მერყევი, გაუბედავი და მორჩილი გახდა. მიშამ ქვეყანა პირველ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანა. 2008 წელს ის გადაურჩა რუსეთთან ომს და პუტინის მუქარას - ჩამოეკიდა სააკაშვილი გენიტალიებით", - აღნიშნავს სტატის ავტორი.

კამინსკის სტატიის მიხედვით, სააკაშვილის ძლევამოსილი მმართველობიდან ათი წლის შემდეგ ჩნდება სცენაზე ბიძინა ივანიშვილი, განმარტოებული მილიარდერი... რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ეხმარებოდა მიშას, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით გაწყვიტა მასთან ურთიერთობა და ოპოზიციური მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფინანსება დაიწყო", - წერს სტატიის ავტორი.

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება ორივესთვის შოკისმომგვრელი იყო. „ახლა ძლევამოსილი ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს მიხეილ სააკაშვილს. არჩევნების შემდეგ მან სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა, როცა ამაზე ევროპამ და აშშ-მა დაიჩივლეს", - წერს მეთიუ კამინსკი და დასაძენს, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყო სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეების სამართლებრივი დევნა, ათობით მათგანი გაასამართლეს და დააკავეს, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც. ახლა კი ივანიშვილი არ გამორიცხავს სააკაშვილის დაკავებასაც, რომელსაც "ტყუილის ნიჭიერ ოსტატს" უწოდებს.