პოლიტიკა
შტეფან ფულე: „მართლმსაჯულების პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს“

1-Stefan-Fulleსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მართლმსაჯულების პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს, - ამის შესახებ გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დაუსჯელობის სინდრომი, მართლმსაჯულების პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან უნდა იყოს თავისუფალი. ჩემი მოლოდინია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა იქნება უზრუნველყოფილი და ინსტრუმენტად არ იქნება გამოყენებული პარტიული მიზნებისთვის", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

ევროკომისარი შეეხო ვანო მერაბიშვილის დაკავებასაც და განაცხადა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ, ამავდროულად, საჭიროა შეიქმნას პირობები თავისუფალი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესისა, რათა გარანტირებული იყოს შესაბამისი პირების უფლებები".

ამასთან, შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა.