სამართალი
14 წლის მოზარდი სასჯელს „კრიტში“იხდის

arasrulwlovani-patimariპარლამენტის სამი ოპოზიციონერი წევრი - გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტს 18 წლის მსჯავრდებულის გვანცა ყუფარაძის უპირობოდ შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, „თუკი იგი საკუთარ იმიჯს არ უფრთხილდება, ქვეყნის ავტორიტეტზე მაინც იფიქროს“.

როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ყუფარაძის მიმართ, რომელიც 2006 წელს 14 წლის ასაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ყველა სახის საერთაშორისო სტანდარტი თუ ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმაა დარღვეული.

ამ კონტექსტში დეპუტატები ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ მსჯავრდებული სასჯელს, ოთხი წელია, ქალთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ე.წ. კრიტის რეჟიმში იხდის.

„სრულიად ამორალური და ცინიკურია, როცა არასრულწლოვან გოგონებს შორის მომხდარი ინციდენტი ერთ-ერთ ტელეარხზე შოუს საგანს და ფისკალური ეფექტის მომტან ობიექტს წარმოადგენს, ხოლო იგივე ყუფარაძე 14 წლის ასაკიდან სასჯელს უმკაცრეს პირობებში იხდის,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.