უცხოეთი
იტალიაში 10 ქართველი მძარცველი დააკავეს

1-ucx-italia-mtსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს. ქართველების ჯგუფი მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ ბინაში გასაძარცვად შევიდნენ. კარაბინერებს მეზობელ აპარტამენტებში საეჭვო ხმების შესახებ კორპუსის მაცხოვრებელებმა შეატყობინეს, ადგილზე მისულ პოლიციას კი მძარცველთა 11-კაციანი ჯგუფი დახვდა, რომელთა შორის საქართველოს 10 და უკრაინის ერთი მოქალაქე იყო. პოლიციამ უკვე ჩაატარა ჩხრეკა მათ მიერ დაქირავებულ ბინაში და აღმოაჩინა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც ბოროტმოქმედები საკეტებს ტეხდნენ.

ბინების ჩხრეკისას 150 ათასი ევრო, ოქროს ნაკეთობები და ანტიკვარული ნივთები ამოიღეს. ათი ქართველისა და ერთი უკრაინელის დაკავების შესახებ ინფორმაცია იტალიის შსს-მ გაავრცელა.

1-ucx-italia-qvem 1-ucx-italia-qvem-2