უცხოეთი
ედვარდ სნოუდენი ახალ გამოაშკარავებას იწყებს

1-snoudeni-ucxxსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი ახალ ფაქტებს გამოამზეურებს.

მისი მონაცემებით, ამერიკას გლობალური თვალთვალის სისტემის ორგანიზებაში ავსტრალია ეხმარებოდა. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად შექმნა ჯაშუშური პროგრამა ვიდეოს, ზარებისა და ინტერნეტ-ტრაფიკის ჩასაწერად, 4 მთავარი სერვერი კი, სადაც მონაცემები გროვდებოდა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

როგორც იტყობინებიან, ამჟამად ედვარდ სნოუდენი უწინდებურადს შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მისაცემად მზაობა გამოთქვეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ბოლივიამ. ლათინური ამერიკის კიდევ ერთი ქვეყანა - ეკვადორი კი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.