პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „ისტერიკაში ნუ ჩავარდებით!“

1-premieri-isterikaსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესების გამო ისტერიკაში ნუ ჩავარდებით, - განუცხადა მედიას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის ფარგლებში.

რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რომ გრძელდება ეს პროცესები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდ მკვეთრი რეაქცია პირველივე შემთხვევაზე. თქვენ ბატონი ფულეს დამოკიდებულებაც ნახეთ, ასეთია ევროპის დამოკიდებულება, ასეთია ამერიკელების დამოკიდებულება, ასე უყურებს ამ ყოველივეს ცივილიზებული სამყარო, რომ ასე არ შეიძლება. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მოთმინებისკენ, ყველა სტრუქტურებსაც, რასაც შეიძლებო, ხმა მივაწვდინეთ. 

 

ჩემთვის გაუგებარია - ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს რუსეთთან მიმართებაში, ამ დროს კი გრძელდება ასეთი სახის პროვოკაციული გამოხტომები, რაც აბსოლუტურად არ ჯდება იმ მიმართულებაში რაც ჩვენ მოვახერხე. თუმცა ისტერიკში ნუ ჩავარდებით. ჩვენ ყოველგვარ ზომებს მივმართავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონში, სოფელ დიცთან, სასაფლაოების ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლეს.