აქტუალური
ვახტანგ რჩეულიშვილი: "ცენტრ პოინტის" საქმიანობაზე სრული პასუხისმგებელი ვარ, დღესვე წავალ ციხეში, თუ ეს ასე უხარია ამ ხელისუფლებას“

1-rcheulishvili-vakhtangსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. დღეს საქალაქო სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის და ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი გაიმართება. მენაშენეთა თანხების გაფლანგვის საქმეზე სამივე პირს ბრალად ედება თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"როგორ შეიძლება საკითხს ასე აყენებდნენ, რომ ერთი დაიჭირეს, მეორეს დაიჭერენ, მერე რა - ცოცხები გაარჭონ ტრ..ში, თუ როგორ იქნება?", - განაცხადა "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას, ხოლო როდესაც წამყვანმა კორექტულობისკენ მოუწოდა, მიუგო:

"ტრ..ის მაგივრად უკანალს ვიხმარ, კი ბატონო - უკანალში ცოცხები გაარჭონ, როგორი საკითხის დაყენებაა? "დექსუსის" დოკუმენტებით, რომელიც ხელში მიჭირავს, მათ გადაეცათ კომპანია, რომელსაც 93 მილიონის აქტივი ჰქონდა... მათ რომ ამ აქტივებით კოსმეტიკური სამუშაოები ჩაეტარებინათ და ხალხისთვის გადაეცათ, ეს პრობლემა არ იდგებოდა".

ამასთან, რჩეულიშვილს კომპანია "დექსუსი" საქმეში  მეორად დამნაშავედ მიაჩნია.

სასამართლომ გამოიძიოს და გამოუშვას ცაგურიაც... მე ვიქნები, მაია თუ რუსუდანი, ისედაც დაიჭერს სასამართლო, არც ცაგურიაა გამქცევი არსად, არც მაია, არც რუსუდანი, არც მე", - განაცხადა რჩეულიშვილმა, რომლის განმარტებითაც, პირველ რიგში მენაშენეებისთვის ვალია გასასტუმრებელი.

"მე "ცენტრ პოინტის" საქმიანობაზე სრული პასუხისმგებელი ვარ, დღესვე წავალ ციხეში, თუ ეს ასე უხარია ამ ხელისუფლებას, მაგრამ ნუ დგამენ ისეთ გაუთვლელ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება ზარალი მიაყენოს იმ 6 000 კაცს, რომელთაც ჩვენ ვალდებულებები უნდა შევუსრულოთ", - განაცხადა რჩეულიშვილმა.