პოლიტიკა
NDI: საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან 63% არ მოსწონს, გამოკითხულთა 46% კი მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია საერთოდ არ არის...
1-ndi-logoსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს "თბილისი მერიოტში" პრეზენტაციაზე გამოქვეყნდა, საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან 63%- არ მოსწონს.
გამოკითხულთა 25%- საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობა მოსწონს, 10%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ერთმა კი პასუხზე უარი განაცხადა. ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 46%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია საერთოდ არ არის. 38% თვლის, რომ არის, 15%-მა კი პასუხი არ იცის.
კითხვაზე - "2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ" - 12%-მა უპასუხა, რომ "უკეთესად", 72% - "იგივე მდგომარეობაში", 16% - "უარესად", 1% - "არ ვიცი". 
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 12-26 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,338 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუს მეთოდით წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.