აქტუალური
გენერალი კაპანაძე: „ავღანეთში ჩვენი ყოფნის მთავარი მიზეზი როტაციისათვის დანაყოფების მზადყოფნის შემოწმება იყო“ - ავღანეთში გასამგზავრებელმა 31-ე ბატალიონმა გამოცდა ჩააბარა

aqtuali-3-helmand-mtსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მთელი გასული კვირა ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მოინახულეს ქაბულში დისლოცირებული ოცეული და ჰელმანდის პროვინციაში განლაგებული 33-ე და 42-ე ბატალიონები.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, ქართველი სამხედროების მოტივაცია ძალიან მაღალია და ისინი მზად არიან, მათზე დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულონ: "ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზანია შევამოწმოთ ჩვენი დანაყოფების მზადყოფნა როტაციისათვის. ასევე, გავეცანით საფორტიფიკაციო და საინჟინრო გაძლიერებით სამუშაოებს, რომლებიც განხორციელდა ყველასთვის ცნობილი ინციდენტის შემდეგ. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის საფრთხისაგან აღნიშნული ბაზები თითქმის 100%-ით არის დაცული. თუმცა, ბაზების დამატებითი უსაფრთხოების გასაძლიერებლად კვლავ გრძელდება სამუშაოები".

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები რეგიონული სარდლობა-სამხრეთ დასავლეთის მეთაურთან გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან, ტაქტიკური დაჯგუფება “ბელავუდის“ მეთაურთან, პოლკოვნიკ ჯეიმს სტოპასთან, მე-7 საბრძოლო პოლკის მეთაურთან, პოლკოვნიკ ოსტინ რენფორდთან და შტაბის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან რანკინთან.

საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: გუშინ, 14 ივლისს, 12 საათზე, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის პოლიგონზე ISAF-ის მისიაში გასამგზავრებელი 31-ბატალიონის შემაჯამებელი სწავლება გაიმართა. სწავლების ერთ-ერთ ეპიზოდს სახელწოდებით „ქვედანაყოფი კონტაქტში“ საქართველოს თავდაცის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ. 

სწავლებაში მონაწილე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ერთი თვის მანძილზე გაივლის დამატებით მომზადებას ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის.

aqtual-3-qv-helmand