აქტუალური
იჩქარეთ! სულ სამი დღე! ნინო ბილიხოძის „უბრალო ნივთები“ - „ტიფლის ბიზნეს ცენტრში“

akt-3-bilixoZeსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. გუშინ, ა.წ. 15 ივლისს, 16 საათზე, თბილისში, ტიფლის ბიზნეს ცენტრში“ (აფაქიძის . №11, სპორტის სასახლის უკან) გაიხსნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარ-მონუმენტალისტის ნინო ბილიხოძის პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით უბრალო ნივთები“.  

გამოფენის გახსნას დაესწრნენ თბილისის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები - მხატვრები, მწერლები, კინომსახიობები, რეჟისორები, ბომონდის ცნობილი სახეები და ჟურნალისტები, რომლებიც გამოფენიდან რეპორტაჟებს ამზადებდნენ წამყვანი სატელევიზიო არხების, საინფორმაციო სააგენტოების და ჟურნალ-გაზეთებისათვის.

გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ქართველი დიზაინერი და სამოდელო სტუდიის ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი.

ნინო უკვე 19 წელია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა  დამთავრებული აქვს თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა ბოლო კურსი მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში დაამთავრა. ცნობილი რუსი მხატვრების სკოლის გავლის შემდეგ ქართველმა მხატვარმა საკუთარი ადგილი დაიკავა მოსკოვის შემოქმედებით ელიტაში და მისი ნამუშევრები, რომლებშიც პერიოდიულად სხვადასხვა მიმართულების ზეგავლენა იგრძნობა, დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამჟამადტიფლის ბიზნეს ცენტრში“ გამოფენილია მისი 40 ნამუშევარი, რომლებიც სწორედ აქ. საქართველოშია - იჩქარეთ, ეწვიეთ გამოფენას, რომელიც სულ 3 დღეს გასტანს და შეიქმენით სასიამოვნო განწყობა ნახატებიდან გადმოსული სითბოთი!

თინათინ ჩიქოვანი
საქინფორმი

akt-3-bilixoZe-1 akt-3-bilixoZe-2
akt-3-bilixoZe-3 akt-3-bilixoZe-4
akt-3-bilixoZe-5 akt-3-bilixoZe-6