უცხოეთი
რუბენ საფრასტიანი: „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წინ თურქეთი სირიასთან მცირე ომს გააჩაღებს“

siryaსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თურქეთი სირიაში პატარა ომს წამოიწყებს. ამის შესახებ სომხეთის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რუბენ საფრასტიანმა 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი აზრით, ამ ომის მიზანი პრემიერ-მინისტრ რეჯე თაიფ ერდოღანის რეიტინგის ამაღლება იქნება. საფრასტიანმა საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ ერდოღანის ავტორიტეტი გეზის პარკთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო საგრძნობლად შეირყა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მომავალი წლის დასაწყისში თურქეთში შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს.

საფრასტიანი სირიაში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი არ უზრუნველყოფს აჯანყებულთა ფართომასშტაბიან სამხედრო მხარდაჭერას, სირიის ხელისუფლება საბოლოო  გამარჯვებას იზეიმებს.