აქტუალური
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გუშინ გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან: არნო დანჟანთან (თავმჯდომარე, ევროპელ ხალხთა პარტია – საფრანგეთი), კშიშტოფ ლისეკთან (ევროპის სახალხო პარტია – პოლონეთი), ანა გომესთან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი – პორტუგალია), ტერესა რიერა მადურელთან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი – ესპანეთი) და პაველ კოვალთან (ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები – პოლონეთი).
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი.