პოლიტიკა
“სისხლით პრინცი“ გიულის გვარიდან - საქართველოს პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი, იმიტომ რომ მას გიული ლობირებს?!

giul-pol-1საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. დაშგინ გიულმამედოვის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტად საინიციატივო ჯგუფი წამოაყენებს, რომელიც გუშინ ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ პრესას საქართველოს აზერბაიჯანელთა ნაციონალური ასამბლეის (НААГ) პრეზიდენტმა ელმარ გასანოვმა განუცხადა.

მან აღნიშნა: “ჩვენ საქართველოს პრეზიდენტად დაშგინ გიულმამედოვის კანდიდატურას წამოვაყენებთ. ამ მიზნით შექმნილია საინიციატივო ჯგუფი “ახალგაზრდა დემოკრატები“. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი კანდიდატი დაშგინ გიულმამედოვი ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“.

დაშგინ გიულმამედოვი 1977 წელს საქართველოს მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანში დაიბადა. ჰყავს ორი შვილი.

1998 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემია. ეროვნებით - თურქი.ყარაფაფახი ყივჩაყთა გიულის გვარიდან. მისი გვარი საქართველოში 1118 წლიდან ცხოვრობს, სადაც ყივჩაყთა ხანი ათრაქის ლაშქრის შემადგენლობაში გადმოსახლდა ამჟამინდელი უკრაინის ჟიტომირის ოლქიდან.

დაშგინ გიულმამედოვი - შათ აშინა თურქი ყარაფაფახელის ტიტულის მატარებელია (თურქი ყარაფაფახების “სისხლით პრინცი“).

2009 წლიდან დაშგინ გიულმამედოვის ლექსები და ლიტერატურული ნაწარმოებები აზერბაიჯანში, თურქეთსა და კანადაში იბეჭდება.

საქინფორმი: შეუმოწმებელი ინფორმაციით, თურქი ყარაფაფახი ყივჩაყთა გიულის გვარიდან დაშგინ გიულმამედოვი გიული ალასანიას (პრეზიდენტ სააკაშვილის დედის) სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს.