სამართალი
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილის განაცხადებით, რომელიც მან სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა, სახალხო დამცველის აპარატი ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ოფიციალური შეტყობინება აღნიშნულ ფაქტზე არ მიუღია.
"ინფორმაცია მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ჩვენი წარმომადგენლები მას ინახულებენ და აღნიშნულ ინფორმაციას გადაამოწმებენ, რაც შეეხება სხვა სახის დარღვევებს, რომელზეც იყო საუბარი, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ოჯახის წევრების ვიზიტს, იმ დრომდე, ვიდრე ადამიანი იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში. შესაბამისად, მე რაიმე განცხადების გაკეთება გამიჭირდება, ვინაიდან კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სახის დარღვევების შესახებ არ მაქვს", - განაცხადა ნანუაშვილმა.