აქტუალური
აღმოჩენილია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების სამალავი, ამჟამად - შიდა ქართლში!

1-aqtual-2-samalaviსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში სამალავი აღმოაჩინეს.

სამალავიდან ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება: 2 კილოგრამი ტროტილი, ყუმბარმტყორცნი "მუხა", 2 ხელყუმბარა, ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის 18 ყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი 
იარაღი, 1082 ვაზნა და 39 მჭიდი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით.