აქტუალური
ტყის მიწის მფლობელებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ

tyis-miwaპარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ქონების გადასახადის განაკვეთი ლარებში, ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, წლიური საბაზისო განაკვეთით განისაზღვრება და მთავრობა მას ტერიტორიული ერთეულების მიხედვით 20-დან 50 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაადგენს. ტყის მიწების მფლობელები ქონების გადასახადით 1 იანვრიდან დაიბეგრებიან.

ტყის მიწად ითვლება მიწა, რომელიც სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში გამოიყენება. აქ ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებიც იგულისხმება. როგორც ,,საქინფორმს’’ ,,კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის’’ კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განუცხადა, მიწის მფლობელებისთვის გადასახადის გადახდა ოჯახის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმა იქნება. ,,ევროკავშირის რეკომენდაცია იყო 2009–2010 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ დაემუშავებინათ მიწები გლეხებისთვის და შეღავათები მიეცათ, თუმცა ამ გადასახადების დაკისრება შეღავათი ნამდვილად არ იქნება,’’ - განმარტავს გეთიაშვილი.

ცნობისთვის: საგანგაშოა ის რომ საქართველოს მიწების 90% დაუმუშავებელია. ფაქტობრივად, გლეხებს არარენტაბელური მიწების მფლობელობისთვის უწევთ გადასახადის გადახდა.