საზოგადოება
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აღდგენილი იარაღის გამოცდისას მაიორი ოტელო გულბიანი დაიღუპა
1-maiori-saz-1საქართველო. 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მაიორ ოტელო ვახტანგის ძე გულბიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
მაიორმა გულბიანმა გუშინ, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აღდგენილი იარაღის გამოცდისას, უბედური შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მაგრამ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მათ ქართველი სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს. მაიორი გულბიანი კლინიკაში ა.წ. 25 ივლისს, დაახლოებით 19 საათზე გარდაიცვალა. ოტელო გულბიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. ბოლოს იგი გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზის ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი იყო. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიცერი აღდგენილი ხელით სასროლი იარაღის გამოცდის ხელმძღვანელად იყო დანიშნული.