აქტუალური
პირველი ქვეითი ბრიგადის 50 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში აგვისტოში გაემგზავრება და ქაბულში ამერიკული ბაზა „ფენიქსის“ დაცვის ამოცანებს შეასრულებს

1-misiaსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისშიპირველი ქვეითი ბრიგადის 13- ბატალიონის ოცეულმა ISAF-ის მისიისთვის მომზადების პროგრამა დაასრულა.

საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის ჯარისკაცები 8 კვირის განმავლობაში გადიოდნენ სპეციალურ წვრთნას ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციაში. სრული საბრძოლო მზადყოფნისთვის I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ავარჯიშებდნენ.

I ქვეითი ბრიგადის 50 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში მისიის შესასრულებლად აგვისტოში გაემგზავრება და ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკული ბაზა „ფენიქსის“ დაცვის ამოცანებს შეასრულებს. ოცეული ქაბულში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებს ჩაანაცვლებს.