პოლიტიკა
გენადი ონიშჩენკო: „თუიარაღი გაქვს, რა თქმა უნდა, მას „ვენის ვალსის“ შემსრულებელი ორკესტრის სადირიჟოროდ არ გამოიყენებ!“

1-onischenko-lugarსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლების განმარტებამ ამერიკის სამხედრო ბიოლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება მხოლოდ გააძლიერა, - განცხადება ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა.

„პირდაპირი საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. თუ იარაღი გაქვს, რა თქმა უნდა, მას „ვენის ვალსის“ შემსრულებელი ორკესტრის სადირიჟოროდ არ გამოიყენებ“, - განაცხადა მან.

ონიშჩენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიოლაბორატორია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა ამ ლაბორატორიის განათლების სამინისტროსთვის დაქვემდებარება და ქართველი ხალხის უძველესი და უდიდესი კულტურის აბუჩად აგდება“, - განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა.

„სპეციალური აღჭურვილობის არსებობა, ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო ბაქტერიოლოგების მუშაობა, რაც ჩვენთვის ცნობილია, გვიძლიერებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურდეს ნდობის გზით სიარული და არა ამერიკელი სამხედროების პრიმიტიული ლეგენდების მომსახურება“, - აღნიშნა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.