პოლიტიკა
შალვა ფიფია: „რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნება“

1-gruzins-produqciaსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. რუსი ექსპერტების ჯგუფი, რომელიც შიდა ბაზარზე ხარისხის კონტროლის მექანიზმს შეამოწმებს, საქართველოში, სავარაუდოდ, ათ დღეში ჩამოვა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ფიფიას განმარტებით, რუსულ მხარესთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ რუსულ ბაზარზე დაბალი რისკის შემცველი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავა.

„დღეის მდგომარეობით, რუსულ ბაზარზე ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები გადის. უკვე მიღწეულია შეთანხმება იმაზე, რომ გავიდეს დაბალი რისკის შემცველი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, როგორიც არის ჩირი, გამხმარი ხილი, მწვანილი. რაც შეეხება მაღალი რისკის პროდუქციას - ხილსა და ბოსტნეულს, ათი დღის ვადაში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც მოახდენს ადგილზე ინსპექტირებას და ამის შემდეგ გაიხსნება რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის“, - აღნიშნა ფიფიამ.