აქტუალური
შს სამინისტროს თანამშრომლები მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე ირლანდიაში მიემგზავრებიან
1-aktual-irlandiaსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაში.
შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასზე მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 67 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა ორიენტირებულია პოლიციელთა ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ, 1-დან 12 აგვისტომდე ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გაემგზავრებიან. 16 ქართველი პოლიციელი მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე სპორტის 7 სახეობაში იასპარეზებს: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა.