საზოგადოება
შალვა ნათელაშვილი: „მოვითხოვთ, რუსმა ინსპექტორებმა საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი შემოწმება შეწყვიტონ“

1-Shalva-Natelashviliსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შეფასებით, რუსეთის ფედერაციიდან გახშირებული რევიზიები ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობა კრემლის სატელიტია.

“რუსეთის ფედერაციიდან გახშირებული რევიზიები ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაში ადასტურებს სამწუხარო ფაქტს, რომ ივანიშვილის მთავრობა მთლიანად კრემლის სატელიტია და საქართველოს დარჩენილი სუვერენიტეტიც თვალსა და ხელს შუა გვეცლება. არც ერთი უცხო სახელმწიფოს საქმე არ არის, აკონტროლოს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, მით უფრო, თუ ეს სახელმწიფო ოკუპანტია. 
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივ-სატელიტურ პოზიციას და მოვითხოვთ, შეწყვიტონ რუსმა ინპექტორებმა ყოველგვარი შემოწმებები საქართველოს ტერიტორიაზე“,
- განაცხადა ნათელაშვილმა.