აქტუალური
პრემიერმა ივანიშვილმა კაჩინსკი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და პრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგ მიიღო, რომელსაც პოლონეთის ექსპრემიერმა პოლონეთში ცხოვრების ნებართვა ჩამოუტანა

1-biz-kaCinskiსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილ პრემიერ-მინისტრს პოლონეთის პოლიტიკური პარტიის „უფლებები და სამართლიანობა“ თავმჯდომარეს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა (შეგახსენებთ, რომ ჩამოსვლისთანავე იაროსლავ კაჩინსკი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა და „ნაცმოძრაობის“ გენმდივანი ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულა).

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრები მალგორძატა გოსიევსკა, ადამ ჰოფმანი, ევროპარლამენტის წევრები რიზარდ ზარნეცკი და ტომას პორება.
ბიძინა ივანიშვილმა იაროსლავ კაჩინსკის მადლობა გადაუხადა პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უანგარო მხარდაჭერისათვის.

საქინფორმისთვის კომპეტენტური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის ექსპრემიერმა კაჩინსკიმ სააკაშვილს ჩამოუტანა თანხმობა პოლონეთში მის ემიგრაციაზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად, აგრეთვე უსაფრთხოების გარანტია პოლონეთის მთავრობისგან. ეს სააკაშვილისადმი მადლიერების ნიშნად გაკეთდა განსვენებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან მისი ერთგული მეგობრობის და რუსეთის წინააღმდეგ მათი ერთობლივი ბრძოლისათვის.