საზოგადოება
მიზანი - ევროპული ღირებულებების ქართულ საზოგადოებაში გავრცელება

1-cacanashviliსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. დღეს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის .7, მე-3 კორპუსი) მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის ინიციატივით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ეროვნული პლატფორმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გია დვალთან თემაზე „დასავლური აკადემიური და მეცნიერული ღირებულებების მნიშვნელობა კვლევის განვითარებისათვის“.

მიზანი - ევროპული ღირებულებების ქართულ საზოგადოებაში გავრცელება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვლევების მნიშვნელობა საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისათვის.