საზოგადოება
მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი: „ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს“

1-antimozსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. 17 მაისის ინციდენტში ბრალდებული მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ.

მოვითხოვთ ბრალდების მოხსნას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე ვცდილობდი, როდესაც ვიდეოკადრებში გავრბოდი, მივხმარებოდი პოლიციას. საუბარია ჩიტაძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ვცდილობდი, არ მომხდარიყო ცუდი რამ. პირიქით, ვცდილობდი ბავშვები, რომლებიც ავტობუსებში იყვნენ, გაეყვანათ თავისუფლების მოედნიდან და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს”, – განაცხადა მამა ანთიმოზმა წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე.

"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაათურიას განცხადებით კი, რომელიც მან ასევე აღნიშნული სხდომის დაწყებამდე გააკეთა, "თუ სასულიერო პირები პასუხისგებაში მიეცემიან, რამდენიმე პოლიტიკოსი აეროპორტამდე ვერ მიასწრებს".

"მაქვს ინფორმაცია, რომ ძიებას აქვს შეკვეთა, როგორმე რამე მაინც მიუსაჯონ უდანაშაულო სასულიერო პირებს, რათა თავი მოიწონონ საზღვარგარეთ. ამავდროულად, აქვთ შიში, რომ თუ ეს მოხდა, ხალხმა არ გამოათრიონ კაბინეტებიდან და არ ჩაქოლონ. ასეც მოხდება, ისეთი იქნება ხალხის რისხვა", - განაცხადა ბაღათურიამ.