პოლიტიკა
ნორლანდს სააკაშვილთან შეხვედრაზე მიეჩქარება

1-norland-richardსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლადი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ამის შესახებ ნორლანდმა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა და ჟურნალისტებს მოუბოდიშა, რომ მათ კითხვებს ვერ უპასუხებს, რადგან პრეზიდენტთან შეხვედრაზე ეჩქარება.

არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრას კი, რომელიც აშშ-ის საელჩოში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ოპოზიციის ლიდერები: გიორგი თარგამაძე, ფიქრია ჩიხრაძე, აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, შალვა ნათელაშვილი და სერგო ჯავახაძე ესწრებოდნენ. ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.