აქტუალური
შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

1-azerbaijanსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვს შეხვდა. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვის და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის საპასუხო ორდღიანი ოფიციალური 
ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, გენერალ–პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვის ხელმძღვანელობით გუშინ დაიწყო.  დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსები, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო 
სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზის დათვალიერება და საჩვენებელი ღონისძიება. სტუმრები აგრეთვე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევიან.ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება.

1-azerbaijan-1