აქტუალური
არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო გარემოზე საკუთარი პრეტენზიები ამერიკის ელჩს გააცნეს

1-norlandiსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ.

საელჩოს შენობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, ნინო ბურჯანაძე, ფიქრია ჩიხრაძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე, აკაკი ასათიანი და სერგო ჯავახაძე.

საუბრის მთავარი თემა იყო საარჩევნო კამპანია, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და სხვა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აშშ-ის ელჩს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

რიჩარდ ნორლანდი  საარჩევნო კამპანიის დაფინანსებით, საოლქო კომისიების დაკომპლექტებით, მედია გარემოთი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დიპლომატიური კორპუსიც უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პრეტენზიები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.