საზოგადოება
07.08.2009 ალექსანდრე ჭაჭია: „ჩვენი მთავარი ამოცანაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნება“ 25.07.2013 პატრიარქი ილია მეორე: „ჩვენ უნდა დავიწყოთ ლტოლვილების დაბრუნებით თავის სახლებში“

1-chachia-obsh-1საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. „რეალური მდგომარეობა ისეთია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გამოვიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან. მიმაჩნია, რომ საჭიროა რეალურად შევაფასოთ შექმნილი სიტუაცია და ახალი რეინტეგრაციული პროექტის შემუშავებას შევუდგეთ. მე არ მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების ხელში ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს არ არის ქართული ხელისუფლება, ეს – იმ ადამიანთა მარიონეტული ჯგუფია, რომლებიც რეგიონში აშშ–ის ინტერესებს ახორციელებენ, რაც უკვე 15 წელია გრძელდება.

თავდაპირველად ახალი რეინტეგრაციული პროექტი ეკონომიკური ხასიათის რეინტეგრაცია უნდა იყოს, შემდეგ – პოლიტიკური, ამასთან, ამ ახალი პროექტის სუბიექტები რფ, საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყვნენ. შემდეგ ეს შესაძლოა კიდევ გაფართოვდეს სხვა ქვეყნების ხარჯზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნება, მათთვის ნორმალური საარსებო პირობების უზრუნველყოფა. ხოლო ინტეგრაციულ პროცესებზე გადასვლა რეალურია ახალი ნაციონალური პროექტის პირობებში. ურთიერთპატივისცემის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია, ბევრი სისხლი დაიღვარა, შევარდნაძე კი მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას დაუსჯელად, რაც ასევე არ იქცა გაფრთხილებად სისხლიანი ავანტიურებით დაკავებული ყველა პოლიტიკური მოღვაწისთვის.“

არგუმენტი ფაქტი, ალექსანდრე ჭაჭიას ონლაინკონფერენცია, 2009 წლის 7 აგვისტო

„რუსეთის პატრიარქი მობრძანდა ჩვენთან და პატრიარქმა მომცა სიტყვა და ეს არის პრეზიდენტი პუტინის აზრიც. მას უთქვამს კიდე პატრიარქისთვის, რატომ არ შეიტანეთ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილების საკითხიო? ცალკე იქნება ეს საკითხი განხილული და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამას, შემპირდნენ... აქედან უნდა დავიწყოთ, ლტოლვილების დაბრუნებით თავის კერაში. და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას...“

ტელეკომპანია „მე–9 არხი“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ინტერვიუ 2013 წლის 25 ივლისს რფ–ის პრეზიდენტ ვ. პუტინთან შეხვედრის შემდეგ

მთავარი რაც არის, დაიძრა საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, თავიანთ სახლებში, და ღვთის ნებით, ვფიქრობ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი!" 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის განცხადება სიონის ტაძარში 2013 წლის 30 ივლისს